შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან

პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს აგრძელებს – ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას ხვდება. ეროვნული თანხმობის საკითხზე დისკუსია დილიდან „ქართული ოცნების“ წევრებთან მიმდინარეობდა.

დისკუსიიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივაა პოლარიზების შემცირება და არა კონკრეტული პარტიების შერიგება. მისივე თქმით, ეროვნული თანხმობა ბევრად მარტივი იქნება იმ პირობებში, როცა პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი ძალა.

დატოვე კომენტარი