შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი თბილისში გრძელდება. ამ წუთებში მას საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან. დილიდან კი დისკუსია შედგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური ალიანსის ლიდერები, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე