აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციის წევრებს შეხვდა. სონატა კოლტერიმ „ოპოზიციური ალიანსის“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის წევრებისგან მოისმინა პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმ ხედვებზეც, რომელიც ოპოზიციას აქვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით. შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერების განმარტებით, მათ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს „შეჯერებული პოზიციები“ გააცნეს.