შეხვედრები სადამკვირვებლო მისიებთან

მესამე სექტორი წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტზე მიუთითებენ, აქცენტი კეთდება მკვეთრად პოლარიზებულ გარემოზეც.

საკუთარი დაკვირვების შედეგები უფლებადამცველებმა პრეზიდენტს გააცნეს, რომელმაც თავის მხრივ მმართველი გუნდის ლიდერები არაპირდაპირ გააკრიტიკა. წინასაარჩევნო გარემოზე ისუაბრეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაშიც, სადაც პრემიერმა ეუთოს და NDI-ს სადამკვირვებლო მისიები მიიღო.

ხვალინდელი კენჭისყრის პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლები პირველ შეფასებებს ხუთშაბათს გააკეთებენ – სწორედ ამ დღეს იგეგმება მათი ერთობლივი პრეს-კონფერენცია.