შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და მათ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. გლდანში „ლელოს“ სახელით კენჭს თამარ ადამია, ხოლო ნაძალადევის ოლქში ნიკა ჩერქეზიშვილი იყრიან.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატებმა, პარტიის ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მათი საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათ იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მოსახლეობასთან შეხვედრას „ლელოს“ მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილიც ესწრებოდა.