შეხვედრები რეგიონებში

პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ ლიდერები რეგიონებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.

რეგიონალური ტურნე მოიცავს შეხვედრებს ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და ფოთში. როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერებთან შეხვედრები რეფორმერის საარჩევნო კამპანიის მსგავსად განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობდა. შეხვედრების დროს ახალგაზრდებმა პოლიტიკურ  პროცესებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიარეს.