შეხვედრები რეგიონებში
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. გაიმართა მსჯელობა მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის გზებზე და დაისახა კონკრეტული მიზნები. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მერები. ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი ასევე, კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან. შეხვედრა სტუდენტებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით წარიმართა.