შეხვედრები რეგიონების საჯარო სკოლებში

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი მიქანაძე ასევე ესტუმრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის განცხადებით, სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა წელს დაიწყება.