შეხვედრები პედაგოგებთან

განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც ესწრებოდნენ.