შეხვედრები პარლამენტში

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპსსა და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცრებს შეხვდნენ.

დიპლომატები ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობას გაეცნენ. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები რეკომენდაციების შესრულების შეფერხებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.