შეხვედრები მოსახლეობასთან

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ეკონომიკური ხედვა წარადგინეს ფოთში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, პარტიის ფოთის საკრებულოს წარმომადგენლებმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა. მათ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას ეკონომიკურ აღმავლობას დაჰპირდნენ.