შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან
რეგიონებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო პარლამენტის კულტურის კომიტეტის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით. დისკუსია დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, მსახიობებთან ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაიმართა. განიხილეს წალენჯიხაში დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლ „ხალდეს“ პრემიერა. შეხვედრები ჩხოროწყუსა და აბაშაში გაგრძელდება.