შეხვედრები კარლ ჰარცელის რეზიდენციაში  

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ბარიერგადალახულ და პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს ამჯერად ცალ-ცალკე უსმენენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კარლ ჰარცელის რეზიდენციაში დიპლომატებს ის პრეტენზიები გააცნეს, რის გამოც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები ის მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები დღის წესრიგიდან არ ხსნიან და მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ხელისუფლებისგან სწორედ ამ მოთხოვნაზე ელოდებიან კომპრომისულ წინადადებას. თუმცა გაჩნდა ალტერნატიული მოსაზრებაც, სალომე სამადაშვილის ავტორობით. შეხვედრების პარალელურად ოპოზიციურმა სპექტრმა კიდევ ერთი საერთაშორისო გზავნილი მიიღო. გერმანიის ელჩმა პოლიტიკურ სპექტრს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ და ახალ საპარლამენტო სისტემაში საკუთარი როლების გადაბარებისკენ მოუწოდა.