შეხვედრები გაერო-ს სამიტის ფარგლებში
გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე უცხოელ კოლეგებს შეხვდა. გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან შეხვედრისას ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ გაერო-ს ექსპერტთა კომიტეტსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მექანიზმია თანამედროვე და ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში. საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები განიხილა. სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან შეხვედრის ძირითადი თემა კი იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს.