გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრებს აგრძელებს. ადგილზე ეცნობა მათ საჭიროებებს. ბორჯომსა და ახალციხეში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთანაც გაიმართა დისკუსია. მოინახულეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი. დაგეგმილია ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმო შპს „გეო ფლაუერსის“, ყველის საწარმოს, შპს „წიფორა-სამცხეს“, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის ოფისის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისების მონახულებაც.