რა მიზნით იმყოფება ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ბრიუსელში – ვიზიტის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ის გარემოება აჩენს, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმ პარტიების წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ვერ თანხმდებიან და ამ დრომდე დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებიან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ სწორედ ბრიუსელიდან მოუწოდეს. მიმდინარე ვიზიტი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოპონენტები დირექტივებს გარე ძალებისგან იღებენ და ბრიუსელში მორიგი ინსტრუქციებისთვის იმყოფებიან. თუ ვიზიტის მონაწილეთა განცხადებებს დავეყრდნობით, შეხვედრა გაიმართა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, რა დროსაც კაია კალასს საქართველოში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული დოკუმენტი გადასცეს. პარალელურად „ლელოს“ ლიდერებმა დღეს მორიგი კონსულტაცია ექს-პეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართეს.