შეხვედრები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს, – აცხადებს  აშშ-ში ვიზიტად მყოფი თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ამერიკის ხელისუფლებისგან ვერანაირ დახმარებას მიიღებენ.

ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართული დისკუსიისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო აფართოებს ოკუპაციას, ქვეყნის შუაგულში გაყავს ახალი მავთულხლართები და არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.  ჩუგოშვილმა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელა იმ ქვეყნების რიგს შუერთდება, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.