შეხვედრები ამომრჩეველთან

 სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ლილოს დასახლებაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სტუდენტები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მათი ძირითადი მოთხოვნა იყო ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა. სოზარ სუბარმა მათ აცნობა, რომ ძალიან მალე ლილოს დასახლებაში გაიხსნება ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი, ხოლო დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაოები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გარე განათების პრობლემაზეც, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს საკითხიც მალე გადაიჭრება.