შეხვედრები ახალგაზრდულ ბანაკებში

12:28, 21.08.2026

საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკებში ცესკო შეხვედრებს აგრძელებს. დმანისში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს არჩევნები და ახალგაზრდების როლი, იმსჯელეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე – საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკაზე, დეზინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

მსგავსი