შეხვედრები აბიტურიენტებთან

18:36, 20.02.2026

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებას გეგმავენ. ასევე სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე და საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ზვიად გაბისონიამ დამსწრეებს, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი