შეხვედრა ზუგდიდში

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი ამჯერად შარტავას, შენგელიას და ბუკიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და ამ საკითხების მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის მაქსიმალურად დაეხმარება მოქალაქეებს. შენგელიას და შარტავას ქუჩებზე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა მოეწყო. ბუკიას ქუჩაზე კი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები გამოიცვალა.