შეხვედრა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას შეხვდა.

შეხვედრაზე შეკრებილებს ის რეფორმები გააცნეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაიწყო.

საუბარია სოციალური მუშაკის რეფორმასა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინეს ის პრობლემები, რაც ამ კუთხით რეგიონში არსებობს.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მედიცინის, შსს-ს, პროკურატურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები.