შეხვედრა წვევამდელთა მშობლებთან

18:33, 06.11.2026

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებმა რეკრუტების მშობლებსა და ახლობლებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი