შეხვედრა ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრთან

3 ოქტომბერს ლეგენდარულ ქართველ მძლეოსანს, ვიქტორ სანეევს, 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სპორტსმენის მეუღლეს, იანა ხვარცკიას შეხვდა. შეხვედრაზე ვიქტორ სანეევის მიღწევებისა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მისი განსაკუთრებული წვლილის შესახებ ისაუბრეს. ვიქტორ სანეევი სამმხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად ითვლება. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად. სანეევი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში, ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. იგი გახლდათ პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.