შეხვედრა ვეტერინარულ კლინიკებთან

12:25, 13.03.2026

ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე და ამავდროულად გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში. შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი