შეხვედრა ვეტერანებთან 

15:21, 07.08.2020

ომის ვეტერანებმა ორკვირიანი პროტესტი და შიმშილობა შეწყვიტეს. მათი განცხადებით, მორატორიუმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წლებია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მათივე განმარტებით, 1991 წლის შემდეგ არჩევნები არ დანიშნულა. დღევანდელი  პროტესტის შეწყვეტის მიზეზი კი უმრავლესობის წევრებთან გია ვოლსკისთან და კობა კობალაძესთან შეხვედრა იყო, სადაც  ვეტერანებმა პირობა მიიღეს, რომ საბჭოს საქმიანობაში მათი მონაწილეობის შესახებ კონსულტაციები ახლად არჩეულ პარლამენტში გაიმართება.

აქცია უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიმდინარეობდა.

მსგავსი