შეხვედრა უნივერსიტეტების რექტორებთან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობის, ასევე, უსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც განათლების სამინისტრო მხარს დაუჭერს. სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამზადების კურსი გაიარონ და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებში ჩაერთონ.