შეხვედრა უმრავლესობაში

„გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ვინც ამ შეთანხმებას დაბლოკავს, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დეტალური ახსნა მოუწევს. უმრავლესობის შეხვედრა პარტიის ოფისში  გაიმართა, მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

რა იგულისხმა პოზიციების დაახლოებაში პარლამენტის თავმჯდომარემ და როგორია ოპოზიციის პასუხი ამ განცხადებაზე –  სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს დეტალებს.