შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან

12:27, 15.10.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის სტიპენდიებსა და ახალგაზრდების წახალისების სხვა შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ახალგაზრდების, მათ შორის დევნილი სტუდენტების მხარდასაჭერად სამომავლოდ დაგეგმილი ახალი პროექტები.

მსგავსი