შეხვედრა უკრაინის საელჩოში

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პირადი ინიციატივის საფუძველზე უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ. ოპოზიციური ფრაქციების ლიდერების განცხადებით, შეხვედრის მიზანი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა და ელჩისთვის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, – რომ დოკუმენტი გარკვეული ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებას არ გამოხატავს. მათი თქმით, ელჩთან განიხილეს რეზოლუციის ის კომპონენტებიც, რის გამოც, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხდა. შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რეზოლუციის ტექსტის გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ და უკრაინის ელჩთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.