შეხვედრა უკრაინის დელეგაციასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მეექვსე წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის წევრები, უკრაინელი უფლებადამცველები და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.