შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ელჩმა თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.