თურქულ ბანკებში აფხაზური ბარათების მომსახურების საკითხი

ეროვნული ბანკი აფხაზური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევას ატარებს. თურქეთის ელჩს კი განმარტებების გაკეთება უწევს. ეს მას შემდეგ, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ეროვნული ბანკი ავრცელებს ცნობას, რომ ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ე.წ. საბანკო ბარათების მომსახურებას ორი თურქული ბანკიც გეგმავს. საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ამ თემაზე სასაუბროდ დღეს საგარეო უწყებაში მივიდა. ელჩი აფხაზური მედიით გამოქვეყნებულ ცნობას უარყოფს. იგივე გაიმეორა საქართველოში მოქმედმა თურქულმა ბანკმაც. თუმცა თემა მაინც გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი.

რადიკალური განცხადების ავტორი ამჯერადაც „ლეიბორისტების“ ლიდერი აღმოჩნდა.