შეხვედრა თურქეთის ელჩთან
თურქეთის ელჩს შეხვდა ეკონომიკის მინისტრი. განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე, აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს საინვესტიციო მიმართულებით, კერძოდ, ხაზი გაესვა თურქული კომპანიების აქტიურ საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა სფეროშია დივერსიფიცირებული.