შეხვედრა ტუროპერატორებთან

ეკონომიკის მინისტრი მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული ტუროპერატორი „ემ-აი-არ კორპორეიშენი“, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს, ერთობლივ პროექტს იწყებს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ.

კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს.