შეხვედრა ტუროპერატორებთან

პანდემიის გამო დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები, ხელისუფლებას ტურიზმის სფეროს ეტაპობრივი გახსნის საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ეკონომიკის სამინისტროში ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო კომისია, რომელიც დაადგენს, რა პირობებით და თანამიმდევრობით უნდა მოიხსნას სარესტორნო ბიზნესსა თუ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ტურისტების მიღება. ტურიზმის გახსნის სავარაუდო თარიღად გვიანი გაზაფხული სახელდება.

გენო ოსიყმაშვილმა მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.