შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე, სამუშაო შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა. უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები, სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები განხილვის მთავარი თემები იყო. აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ საქართველოს საელჩოები. დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს ფრენა საქართველოში.

შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ. მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.