შეხვედრა ტურიზმის სექტორთან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სტრატეგიასა და ხედვებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადმინისტრაციის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა და მოსასვენებელი ადგილების აშენებაა. ქვრვიშვილმა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიაც მიმოიხილა.

შეხვედრას კერძო სექტორის 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო.