შეხვედრა ტურიზმის სექტორთან
საქართველო 2026 წელს, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. ეკონომიკის სამინისტრო 2026 წელს, ტურიზმის სექტორში მარკეტინგული კამპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. სამინისტროს წარმომადგენლები, ამ სექტორში დასაქმებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ და მათ მიმდინარე შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ გაფართოვდება კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.