შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან

აჭარაში მოქმედი მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები ხელისუფლებისგან მეტ ხელშეწყობას ითხოვენ.

რეგიონში ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დღეს მთავრობის მიერ მომზადებული პროგრამა გააცნო და ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის სუბსიდირება შესთავაზა. საუბარია საპროცენტო განაკვეთის დაახლოებით 70-80%-იან სუბსიდირებაზე. თუმცა შეთავაზება შეხვედრის მონაწილეთა მხოლოდ ერთი ნაწილისთვის აღმოჩნდა მისაღები. ბიზნესმენების მთავარი მოთხოვნა ბანკებთან შუამდგომლობა და ვალების გადავადებაა.

რუსეთიდან ტურისტების კლებამ სასტუმროების მფლობელები საგრძნობლად აზარალა, რაც ეკონომიკის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებითაც დასტურდება.