შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან

21:55, 09.04.2026

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ტურისტულ სექტორში მსოფლიო დაძაბულობით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შემცირების ფონზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამოქმედო გეგმას სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სადაც გამოწვევებზე იმსჯელეს, სამომავლო აქტივობებიც დაიგეგმა. მათ შორის სამიზნე ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიების გააქტიურება, ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა და ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვაა. აქცენტი კეთდება შიდა ტურიზმის მხარდაჭერაზეც.

მსგავსი