შეხვედრა ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან

რა გამოწვევის წინაშე დააყენა რუსეთის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა და აკრძალვებმა ტურისტული მომსახურების სფერო, – მოსალოდნელი პრობლემები და რისკები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აჭარაში ჩასულ ეკონომიკის მინისტრს გააცნეს.

ტურისტული კომპანიების, კვების ობიექტების და სასტუმროების მფლობელები მასშტაბურ ფინანსურ ზარალს პროგნოზირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება ავია-მიმოსვლის დროებით შეჩერებასა და ტურისტების გაფრთხილების შესახებ, მათ ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს. ამიტომ მეწარმეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და შექმნილ ვითარებაში საკუთარ წინადადებებს სთავაზობენ.

პარალელურად განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო და ზაფხულის სეზონზე მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.