შეხვედრა თსუ-ში

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის წესზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელსაც „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები ესწრებოდნენ.

იურისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. განხილვისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ, ადვოკატებმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავეს. მას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა. თავი შეიკავა მხოლოდ კახა კოჟორიძემ. იურისტი რეზოლუციასთან ერთად, იმ მანიფესტის მხარდაჭერასაც ითხოვდა, რომელიც დამოუკიდებელმა ადვოკატებმა და მესამე სექტორმა შეიმუშავეს.

დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული ტექსტი შემდგომში პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნება.