საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები თსუ-ს რექტორს შეხვდნენ

18:21, 26.10.2021

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შერვაშიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სამეურვეო საბჭოს წევრებმა იმ საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც საქართველოს პირველი არხი ახორციელებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა თემატიკაა საგანმანათლებლო სექტორისთვის პრიორიტეტული.

სამეურვეო საბჭოს წევრები წლის ბოლომდე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

მსგავსი