შეხვედრა ტრაპზონის მერთან

12:22, 11.10.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონის მერს შეხვდა. მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს – ბათუმსა და ტრაპზონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ტურისტული და საქმიანი ურთიერთობების გაფართოებაზე. ასევე, ურბანული გამოცდილების გაზიარებაზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ორივე ქალაქისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

მსგავსი