შეხვედრა ტექნოპარკში

ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებს მიხეილ ბატიაშვილი ტექნოპარკში შეხვდა.

მინისტრმა მეცნიერების განვითარებასა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ მათ ხელშია საქართველოს მეცნიერების მომავალი და სწორედ მათი ჩართულობით მოხდება ახალი იდეების გენერირება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.