შეხვედრა ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებთან
საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა ეკონომიკის მინისტრი.
შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებსა და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს სექტორის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია გააგრძელოს მასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერა.