შეხვედრა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. საუბარი შეეხო გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილ ცვლილებებს და მათ იმპლემენტაციას. ქართულმა მხარემ დიპლომატიური კორპუსის შეკითხვებს უპასუხა.