განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის ვიცე-მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად, დედაქალაქის სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხები განიხილა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ინფრასტრუქტურული განახლების თემაზე, სამუშაო შეხვედრები ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება. მხარეებმა იმ სკოლების საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც რეაბილიტაციას ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას პირველ რიგში საჭიროებს. შეხვედრების შედეგების საფუძველზე, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს.