შეხვედრა თბილისის გენერალური გეგმის ავტორებთან

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე თბილისის გენერალური გეგმის ავტორს, მერაბ ბოლქვაძესა და საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძეს შეხვდა.

იმსჯელეს „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის მიერ გასხვისებული ტერიტორიის ფუნქციურ ზონასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საკითხებზე. დეპუტატის ცნობით, რაგბის კავშირს ვერეს ხეობაში ტერიტორია გადაეცა, სადაც სპორტული მოედანი უნდა აშენებულიყო, თუმცა მიწა კერძო კომპანიაზე გასხვისდა.

კანონმდებელი დედაქალაქის მერიას მოუწოდებს, მიწის აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა არ დაუშვას. ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აღსაკვეთად კანონი უნდა მიიღონ.